ფქვილზე ხუთი თვით საიმპორტო საფასური წესდება

ფქვილზე ხუთი თვით საიმპორტო საფასური წესდება

საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. ამის შესახებ bm.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მარცვლეულის, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაუმჯობესებას ხელი შევუწყოთ. ამ მხრივ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში შევძელით, რომ ხორბლის წარმოება 60%-ით გაგვეზარდა. წელსაც ველოდებით, რომ ზრდის დინამიკა შენარჩუნებული იქნება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური, რაც წისქვილკომბინატების მუშაობას კონკურენტუნარიანს გახდის. მთავარი ამოცანა არის, რომ პურზე ფასები შენარჩუნდეს. ყველას მხარესთან შეჯერებული გვაქვს ეს პოზიციები”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება.

“მინდა ყველა დავამშვიდო, მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ პური არ გაძვირდება. ისეთი ოდენობაზეა განსაზღვრული ფქვილის ღირებულება, რომ არსებული ფასები არ გაიზარდოს”, – განაცხადა პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

“ფქვილზე დამატებითი საფასური ხორბალს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, შესაბამისად, დაიწყება ხორბლის იმპორტი. ამუშავდება წისქვილი და ფერმერები შეძლებენ პროდუქციის – როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის გაყიდვას”, – ამბობს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე.

იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასურის დაწესების თაობაზე შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მთავრობის სხდომაზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…